EAWSC კონკურსების ჩატარების რეგლამენტი
მუხლი 1.
EURASIA WINE & SPIRITS COMPETITION კონკურსის ორგანიზება ხდება OIV-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო კონკურსების წესების შესაბამისად. წარმოდგენილ ნიმუშებს შეაფასებს პროფესიონალი დეგუსტატორებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური.

მუხლი 2.
ნიმუშების მიღება „მეღვინეობის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში" მოცემული განმარტების თანახმად, საერთაშორისო კონკურსი EAWSC ღიაა ყველა კატეგორიის და ტიპის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელისთვის, რომელიც დამზადებულია წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიიღება სხვა სპეციალური ღვინოები ან მისგან დამზადებული პროდუქტები, ისევე როგორც ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები (ღვინის დისტილატი).
ჟიურისთვის წარმოდგენილი ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის სხვა სასმელები დაჯგუფებული იქნება კატეგორიებად OIV-ის რეგლამენტის შესაბამისად (იხ. დანართი 1).
კონკურსში მონაწილე თითოეული სახის ღვინისა და ყურძნისგან დამზადებული პროდუქტის ნიმუში წარმოდგენილი უნდა იყოს 0,75 ლ მოცულობის 4 ბოთლით (გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებია 0.5 ლ და 1 ლ მოცულობის ბოთლები) ან 1,5 ლ ან 2 ლ მოცულობის 2-3 ბოთლით. ბოთლები უნდა იყოს დახუფული ერთჯერადი საცობით და ეკრას ორიგინალი ეტიკეტი ან ტექნოლოგიური ეტიკეტი წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3.
ნიმუშების რეგისტრაცია თითოეულ ღვინის ნიმუშს ან ყურძნით წარმოებულ პროდუქტს თან უნდა ერთვოდეს სარეგისტრაციო ბარათი, რომელიც შემდეგ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს:
- პროდუქტის ზუსტი დასახელება წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
- პროდუქტის კატეგორია დანართი (იხ. დანართი 1);
- მოსავლის წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ყურძნის ჯიში ან ჯიშები (თითოეული მათგანის პროცენტული მაჩვენებელი ღვინის შემადგენლობაში);
- კონკურსში წარმოდგენილი ღვინის ნიმუშის არსებული კომერციული მოცულობა. აღნიშნული მოცულობა სულ მცირე 1000 ლიტრს უნდა შეადგენდეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც გარკვეული ღვინის სახეობის წარმოება უკიდურესად შეზღუდულია (ბოთრიტის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, ice wine, საკოლექციო ღვინოები და ა.შ.), მოცემული მოცულობა არ უნდა იყოს 100 ლიტრზე ნაკლები;
- ტექნიკური ინფორმაცია;
- უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი და ხელმოწერა.
თითოეულმა მონაწილემ ორგანიზატორებს წარმოდგენილი ნიმუშების სარეგისტრაციო ბარათები უნდა წარუდგინოს. სარეგისტრაციო ბარათები ივსება ელექტრონულად. სარეგისტრაციო ბარათის ორიგინალი უნდა მოთავსდეს ღვინის ნიმუშების ბოთლებთან ერთად ყუთში. სარეგისტრაციო ბარათის შევსება შესაძლებელია ვებ-გვერდზე.

მუხლი 4. ნიმუშების მიწოდება
ნიმუშების მოწოდება შეიძლება პირადად ან ფოსტის მეშვეობით.
ნიმუშების გაგზავნა უნდა მოხდეს მხოლოდ ორგანიზატორთან შეთანხმების შემდეგ.
ნიმუშების მიღება ხდება სარეგისტრაციო ბარათის შევსების და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე. რეგისტრაციის გარეშე მიღებული ნიმუშები (მე-3 მუხლის თანახმად) ან ნიმუშები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სარეგისტრაციო კრიტერიუმებს (მე-3 მუხლის თანახმად) არ ექვემდებერება დაბრუნებას და რჩება ორგანიზატორებთან.

მუხლი 5. ნიმუშების დახარისხება და კლასიფიკაცია
ნიმუშების შემოწმება და რეგისტრაცია ხორციელდება ორგანიზატორების მიერ სარეგისტრაციო ბარათებისა და ტექნიკური ინფორმაციის საფუძველზე. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ნიმუშების შენახვას შესაბამის ტემპერატურასა და პირობებში.
ნიმუშების კატეგორიებად დაყოფა მოხდება სარეგისტრაციო ბარათებისა და ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე (იხ. დანართი 1); მათი კონკურსში წარმოდგენის რიგითობა დგინდება მოსავლის წლის კლებადობით და ნიმუშებში შაქრის კონცენტრაციის მიხედვით. სასმელების კატეგორიები:

კატეგორია 1. თეთრი მშვიდი ღვინოები, შერეული ღვინოები, არაშერეული ღვინოები, მაღალი ხარისხის ღვინოები - დამდგარი და საკოლექციო.
კატეგორია 2. ვარდისფერი და წითელი მშვიდი ღვინოები, შერეული ღვინოები, არაშერეული ღვინოები, მაღალი ხარისხის ღვინოები - სეზონური და საკოლექციო.
კატეგორია 3. ცქრიალა თეთრი ღვინოები, ვარდისფერი და წითელი შუშხუნა ღვინოები, მარგალიტის ფერი ღვინოები, ცქრიალა ღვინოები - კლასიკური და აკროტოფორტული ტექნოლოგია.
კატეგორია 4. ძლიერი და დესერტის ღვინოები არაარომატული ჯიშებიდან; ძლიერი და დესერტის ღვინოები არომატული ჯიშებიდან, არომატიზირებული ღვინოები.
კატეგორია 5. ძლიერი სასმელები: ბრენდი, კონიაკი, ვისკი, არაყი, ბალზამი, ლიქიორი, მაოთაი. თითოეული ნიმუშისათვის ცალკე სარეგისტრაციო ბარათი უნდა შეივსოს (ჩამოტვირთვა).

მუხლი 6. ჟიური
თითოეული სადეგუსტაციო კომისია შედგება 7 (შვიდი) წევრისგან, რომელთაგან სულ მცირე 5 (ხუთი) არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, დარჩენილი 2 (ორი) - მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ან 5 (ხუთი) წევრისგან, რომელთაგან სულ მცირე 3 (სამი) უცხო ქვეყნის წარმომადგენელია, დანარჩენი 2 (ორი) - მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი. თითოეული ჟიური სარგებლობს მდივნის მომსახურებით.
ღვინის დეგუსტაციის დროს ჟიურის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან სიჩუმე და თავი შეიკავონ ჟესტების გამოყენებისგან და სახის მიმიკით თავისი შთაბეჭდილებების გამოხატვისგან.
ქულების დაფიქსირების შემდეგ ჟიურის თითოეული წევრი ხელს აწერს თავის შეფასების ფურცელს. ყველა შეფასების ფურცელს ასევე ხელს აწერს ჟიურის თავმჯდომარე.

ჟიური მუშაობს პრეზიდიუმის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც 3 (სამი) წევრისგან შედგება:
1. თავმჯდომარე;
2. მრჩეველი ენოლოგიის საკითხებში;
3. მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.
პრეზიდიუმი უზრუნველყოფს ჟიურის ჯგუფებისთვის ნიმუშების დარიგებას. პრეზიდიუმი დეგუსტაციის პროცესის დასრულებამდე ასევე პასუხს აგებს ნიმუშების მომზადებაზე, დეგუსტაციასა და შედეგების გამოცხადებაზე ნიმუშების აბსოლუტური ანონიმურობის დაცვით.

პრეზიდიუმმა შეიძლება მიიღოს ნიმუშის ხელახალი დეგუსტაციის გადაწყვეტილება, თუ:
- ამას მოითხოვს ჟიურის თავმჯდომარე;
- ამას მოითხოვს ჟიურის წევრთა უმრავლესობა;
- ჟიურის წევრთა შეფასებებში ძალიან დიდი სხვაობა შეიმჩნევა.

პრეზიდიუმის წევრები არ მონაწილეობენ შეფასების პროცესში.
OIV-ი გამოყოფს ექსპერტს, რომელიც კონკურსის მსვლელობას დააკვირდება.
აღნიშნულ ექსპერტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი კომისიის მუშაობაში.
ოთახი, სადაც ფასდება ნიმუშები, უნდა იყოს იზოლირებული, განათებული და კარგად ვენტილირებადი. დეგუსტაციაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოს დეგუსტაციის ორგანიზებასთან დაკავშირებულ პირებს. იკრძალება მოწევა და მობილური ტელეფონების გამოყენება.

მუხლი 7. ჯილდოები
ნიმუშებს, რომლებმაც დეგუსტაციის შემდეგ მიიღეს შეფასებები, შემდეგი ჯილდოები გადაეცემათ:
- Grand Prix (96 ქულა და მეტი)
- დიდი ოქროს მედალი (92 ქულა და მეტი)
- ოქროს მედალი (86 - 91,99 ქულა)
- ვერცხლის მედალი (82 - 85,99 ქულა)
- ბრინჯაოს მედალი (80 - 81,99 ქულა)
OIV-ის წესების თანახმად, ჯილდოების (მედლების) რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კონკურსში მონაწილე ნიმუშების საერთო რაოდენობის 30% -ს.
დეგუსტაციის კონკურსის გამარჯვებულებს პროდუქციის ეტიკეტზე ჯილდოს ლოგოს განთავსების უფლება ენიჭებათ.

მუხლი 8. პრიზების გადაცემა
იმ ნიმუშების დასახელებები, რომლებმაც ჯილდოები მოიპოვეს, კონკურსის ბოლოს გამოცხადდება. ამის შემდეგ თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მედალი და დიპლომი, სადაც მითითებული იქნება ჯილდოს სახეობა და ნიმუშის ზუსტი დასახელება სარეგისტრაციო ბარათში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად.
ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ გააჟღერონ კონკურსის შედეგები, მონაწილეების სახელები და მონაცემები სხვადასხვა სიტუაციაში (ბეჭდური მედია, რადიო, ტელევიზია, კატალოგები).

მუხლი 9. სამართლებრივი ნორმები და სახელშეკრულებო დებულებებ
კონკურსში გამარჯვებულებმა, ვისაც სურთ ეტიკეტზე ან ნებისმიერ სხვა კონტექსტში გამოიყენონ კონკურსის სიმბოლო ან მედალი, ორგანიზაციას უნდა მიმართონ, რის შედეგადაც დაიდება ხელშეკრულება საქართველოს ენოლოგთა კავშირთან.
სიმბოლოს გაყალბება, მისი გამოყენება და რეპროდუცირება ორგანიზატორთა მხრიდან წინასწარი თანხმობის გარეშე სასტიკად აკრძალულია და ისჯება კანონით. კონკურსში დარეგისტრირებული შესაბამისი ღვინის ნიმუშის მინიმალური მოცულობის შესახებ მცდარი ინფორმაციის მოწოდება ორგანიზატორების გადაწყვეტილების მიხედვით ისჯება კანონით (მე-3 მუხლის თანახმად).
პრეზიდიუმს უფლება აქვს მოითხოვოს კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი ნიმუშების დამატებითი ლაბორატორიული ანალიზები. მონაწილე პირდაპირ პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ბარათში მოწოდებულ ყველა ინფორმაციასა და მონაცემზე. პრეზიდიუმს შეუძლია შეამოწმოს მოცემული ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ საკონტროლო ნიმუშის შესახებ ინფორმაციის სინამდვილე, რომელიც ორგანიზატორების განკარგულებაში რჩება.
ყველა საჩივარი და უკმაყოფილება კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების, ჯილდოების მინიჭების შესახებ განხილვისათვის ორგანიზატორებთან უნდა იყოს მიმართული. თუ ეს უკანასკნელი შეუძლებელია, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს გზით მოხდება.

მუხლი 10. კონკურსში მონაწილეობის ღირებულება (*)

1 ნიმუში - 100 ევრო
2 ნიმუში - 190 ევრო
3 ნიმუში - 280 ევრო
4 ნიმუში - 365 ევრო
5 ნიმუში - 450 ევრო
6 ნიმუში - 530 ევრო
7 ნიმუში - 600 ევრო
8 ნიმუში - 670 ევრო
9 ნიმუში - 740 ევრო
10 ნიმუში - 800 ევრო

(*) მხარეთა შორის ანგარიშსწორება განხორციელდება გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად ლარებში.

ნიმუშების ორგანიზატორებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს კონკურსის მონაწილე, განბაჟებას და შენახვას კი - ორგანიზატორი.

ღვინის კონკურსებში მონაწილეობის სამი მიზეზი

მედლით დაჯილდოება
თქვენი კომპანიის თანამშრომლების გულმოდგინე შრომისა და პროდუქციის მაღალი ხარისხის აღიარება

მოლაპარაკებები მყიდველებთან
გამოყოფილი იქნება სადეგუსტაციო ოთახი HoReCa-ს სეგმენტისა და სავაჭრო ქსელების მყიდველთათვის
Tilda Publishing
მედლის გამოსახულებით სტიკერის ბოთლზე განთავსების უფლება
მედალი წარმოადგენს ხარისხის ნიშანს და ძლიერ მარკეტინგულ საშუალებას ღვინის საბითუმო და საცალო გაყიდვებისათვის.




ჩვენი პარტნიორები
Made on
Tilda